პარლამენტის სპორტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით

პარლამენტის სპორტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად, სპორტის კომიტეტში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებებზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ისაუბრა.

ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში არსებული გამოწვევების სისტემურ ანალიზს მოამზადებს და პრობლემების იდენტიფიცირებას მოახდენს. აღნიშნული სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჯგუფი წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ, რათა მათ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა უზრუნველყონ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითად ამოცანებს, ვიქტორ სანიკიძის თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მწვრთნელთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობა და მათი შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ჯგუფი სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტული ინვენტარით აღჭურვის და ფიზიკური აღზრდის პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მიზნით, შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წევრები, ასევე სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები შედიან, 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია