
პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
იმედი|imedinews.ge
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge