რუსთავში წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები ტარდება

რუსთავში წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები ტარდება

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერია წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. ქალაქის სასაფლაოს ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო „რუსთავ სერვის ცენტრის“ დასუფთავების და გამწვანების სამსახურების 400 თანამშრომელი, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

„რუსთავში, როგორც ძველი, ასევე ახალი სასაფლაოს ტერიტორიის დასუფთავება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია „რუსთავ სერვის ცენტრის“ 400 თანამშრომელი, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სასაფლაოს ტერიტორიიდან ხდება როგორც დაგროვილი ნარჩენების გამოტანა, ასევე მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. რუსთავში კვირას და ორშაბათს, სასაფლაოს მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი რამდენიმე ლოკაციიდან იმოძრავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახური აღდგომის დღეებში, განსხვავებული გრაფიკით იმუშავებს. 12 და 13 აპრილს, ქალაქის სასაფლაოს მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს 4 სხვადასხვა ლოკაციიდან უფასოდ მოემსახურება. მუნიციპალური ავტობუსები სასაფლაოს მიმართულებით მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, რჩეულიშვილის ქუჩიდან, თამარ მეფის მოედნიდან და მე-12 მიკრორაიონიდან გადაიყვანენ მგზავრებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია