
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში დღეს თურქეთის ნაკრებს შეხვდება
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. მერვედფინალური მატჩი დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში კანადისა და უკრაინის ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მალტაში, მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის გათამაშებაში მონაწილეობს. ტურნირში, რომელიც 7 აპრილს დაიწყო და 13 აპრილამდე გასტანს, 24 გუნდი თამაშობდა, საიდანაც პლეიოფში 16 გავიდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა, დამარცხდა თურქეთთან), მოუგო ბრაზილიასა და სლოვენიას.
ცნობისთვის მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge