მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს
სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

იმედი|imedinews.ge

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო წარმატებებსა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ოლიმპიურ თამაშებსა და საერთაშორისო ტურნირებში მიღებულ მედლებზე ინფორმაცია წარადგინა.

„ჩვენმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად იასპარეზეს და ისტორიული მედლები მოიპოვეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ძლიერი სპორტული ტრადიციებისა და გამარჯვების სულისკვეთებით აღსავსე ქვეყანაა. ბოლო ორი სპორტული სეზონის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა 48 საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და 22 ოქროს, 18 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს“, - აღნიშნა მაკა გიორგობიანმა.

ფედერაციის პრეზიდენტმა 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლაში მონაწილე 35 ქვეყნიდან მხოლოდ ხუთმა, მათ შორის, საქართველომ მოიპოვა ყველა კატეგორიაში ლიცენზია და მედლების საერთო ჩათვლაში, ევროპის ქვეყნებს შორის, საფრანგეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატს, მაკა გიორგობიანის განცხადებით, ნიკა ეგაძემ და ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს.

მაკა გიორგობიანმა ყინულის მოედნის სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა და ამჟამად თბილისსა და ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენები ფუნქციონირებს. ეს საქართველოს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლოს და ფიგურული სრიალის შესწავლით დაინტერესებულ მომავალ თაობას ვარჯიშის შესაბამისი პირობები შეუქმნას. ფედერაციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას მომხსენებელმა ყურადღება ფიგურული ციგურაობის პოპულარიზაციის, ახალი ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოსვლის საკითხებზე გაამახვილა.

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის ანგარიში ცნობად მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის პრეზიდენტს, მის გუნდს, მწვრთნელებსა და მსაჯებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქართულ ფიგურულ სრიალს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ბოლო წლებში მიღწეული შედეგები მოწმობს. ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და მსაჯები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალასი: ევროკავშირი მზად არის, გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში ნაოსნობის დასაცავად და ჰორმუზის სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

იმედი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

იმედი

ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?

ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?

იმედი