
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულა
იმედი|imedinews.ge
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) ასპარეზობა მედლის გარეშე, მე-5 ადგილზე დაასრულა.
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების წევრ, მაქსიმ გაელ ნგაია ჰამბუსთან დაუპირისპირდა.
კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყო.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge