
ირაკლი ჭეიშვილი პეტერ მადეარის განცხადებაზე: მისასალმებელია, თუ ეს თბილი განცხადება მხოლოდ კომენტარად არ დარჩება და საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ უნგრეთსა და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.
ჭეიშვილი უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ და ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადეარის კომენტარსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუ ეს თბილი განცხადება მხოლოდ კომენტარად არ დარჩება და საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.
„ჩვენ ვმეგობრობდთ და ვმეგობრობთ უნგრეთთან, არაერთი კომენტარი გაკეთდა ჩვენგანაც, რომ მზად ვართ ახლო ურთიერთობა, რომელიც ამ ქვეყანასთან გვქონდა მინიმუმ შევინარჩუნოთ ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ მივესალმებით და პატივს ვცემთ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან კარგ ურთიერთობას გააგრძელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge