ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს

ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს

იმედი|imedinews.ge

ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების გარდა კიდევ 5 ქვეყნის სუმოტორები მონაწილეობენ. ქართველ ფალავნებს წინააღმდეგობას გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის, ესტონეთისა და აზერბაიჯანის საუკეთესო მებრძოლები უწევენ.

ტურნირს საპატიო სტუმრის სტატუსით ესტონელი ყოფილი ოძეკი, ბარუტო და საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან ცაგურია ესწრებოდნენ. მძიმე წონაში ჩემპიონი ზურა წიქორაძე გახდა, რომელმაც ყველა დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა, მათ შორის ფინალში უკრაინელ მეტოქეს აჯობა. ტურნირი ევროპის ჩემპიონატის ერთგვარი რეპეტიციაა, რომელიც 2027 წელს საქართველოში ჩატარდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია