ლევან მაჭავარიანი: 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნას. ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებულია შემდგომი გაფართოება. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ ამას არ გადავხედავთ

ლევან მაჭავარიანი: 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნას. ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებულია შემდგომი გაფართოება. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ ამას არ გადავხედავთ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვართ პროქართველები და პირველ რიგში, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დღის „ქრონიკაში“ საუბრისას.

მისივე თქმით, გარე ძალებს მართული ხელისუფლება სურთ. კერძოდ, ომის პირობებში მათ სურთ მართული ხელისუფლება, რომ გამოიყენონ მეორე ფრონტის გასახსნელად, „ქართული ოცნება“ კი მათ ამაში არ ადგებათ.

„რა თქმა უნდა, ჩვენი კურსი არის დასავლეთისკენ, ვინაიდან ევროკავშირის შემთხვევაში რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ამაზე უკეთესი ჯერ არავის არაფერი გამოუგონია. პარალელურად, ჩვენ დრო რომ არ დავკარგოთ, ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - მივყვებით, 60%-მდეა შესრულებული და 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნას. ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებულია შემდგომი გაფართოება. ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ ამას არ გადავხედავთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატების დამოკიდებულება არ არის ევროპელი ხალხის განწყობა საქართველოს მიმართ.

„ეს არის კონკრეტულად ამ მმართველი კლასის განწყობა. შეიცვლება ეს მმართველი კლასი და დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა. ან, ეს მმართველი კლასი ჩამოყალიბდება, რომ მიუხედავად მათი მცდელობებისა, აქ ვერც რევოლუციას მოახდენენ და ვერც არჩევნებით ჩაგვანაცვლებენ. უნდა შეეგუონ, რომ ის გაიდლაინები, რაც გაწერილი აქვთ 20-30 წელი და რომელიც მუშაობს რეგიონის სხვა ქვეყნებში, საქართველოზე არ მუშაობს, რადგან ჩვენ სხვაგვარი ხალხი ვართ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ, რა არაბუნებრივი ერთობაც დაანახეს ქართველებმა მთელ მსოფლიოს, ამით უნდა დარწმუნებულიყვნენ ისინი იმაში, აქ თუ როგორი სხვაგვარი ხალხი ცხოვრობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია