
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი გრანტების შესახებ კანონის კრიტიკაზე: მე კარგად არ ვიცნობ საქართველოში არსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას - ჩვენ განვიხილეთ სისტემური პრობლემები და არა ინდივიდუალური შემთხვევები.“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტის შინაარსის შესახებ მომხსენებლებმა „ქრონიკის“ კითხვებს არ უპასუხეს.
„შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ამიტომ განცხადებებს არ ვაკეთებთ. თქვენ ვერ გეცოდინებათ ამ შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა საბინა კუდიჩმა. „ქრონიკის“ კითხვაზე, რა საკითხები განიხილეს საქართველოსთან დაკავშირებით, მან თქვა: „გითხარით, რომ განცხადებებს არ ვაკეთებ, მადლობა, ნახვამდის“.
საპარლამენტო ასამბლეის სხვა წევრების თქმით კი, დოკუმენტში საუბარი არის „გრანტების შესახებ კანონზე“. „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხად, რა კონკრეტულ მაგალითებს ეფუძნება ამ თემაზე კრიტიკა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი პაველ ჯაბლონსკი ამბობს, რომ კონკრეტული მაგალითები არ ყოფილა განხილული.
„ერთი მხრივ, აბსოლუტურად გასაგებია, რომ საჭიროა დაფინანსების ძალიან მკაფიო, ძალიან გამჭვირვალე სისტემა, რათა თავიდან აიცილოთ უცხოური ჩარევა, გავლენა, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაცია, რომელიც ხელს შეუშლის არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციურ ბოროტად გამოყენებას და მათ უცხოური გავლენის ინსტრუმენტად გამოყენებას. ამავდროულად... თუ მთავრობას სურს ამის ძალიან მკაცრად შეზღუდვა, მაშინ ეს რეალურად ამცირებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობას, გამოხატოს თავისი ნება, გამოხატოს თავისი პოლიტიკური, სოციალური ან სხვა სახის აქტივიზმი", - განაცხადა პაველ ჯაბლონსკიმ.
„ქრონიკის“ კითხვაზე, აქვთთ არა საქართველოში ამის კონკრეტული მაგალითი, იგი ამბობს: „მისმინეთ, მე კარგად არ ვიცნობ საქართველოში არსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. არ ვაპირებ, რომ ექსპერტი ვიყო. ჩვენ განვიხილეთ სისტემური პრობლემები და არა ინდივიდუალური საკითხები, არა ინდივიდუალური შემთხვევები.“
ხოლო კითხვის პასუხად - თუ არ აქვთ ინდივიდუალური შემთხვევების საკითხები, როგორ განიხილავენ სისტემურ პრობლემას, ჯაბლონსკი აცხადებს: „ჩვენ გვაქვს შეხვედრები მთავრობებთან ოპოზიციასთან, მედია სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან“.
იმედი
წყარო: imedinews.ge