ალუდა ღუდუშაური: მივეჩვიეთ იმას, თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება

ალუდა ღუდუშაური: მივეჩვიეთ იმას, თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება

იმედი|imedinews.ge

მივეჩვიეთ იმას, რომ თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება, - განუცხადა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

„საქართველომ და ქართველმა ხალხმა დაკარგა უდიდესი პიროვნება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხვალინდელი დღე ისეთი არ გათენდება, როგორიც მანამდე იყო. ნამდვილად შეიცვლება ჩვენი ქვეყანა და ისეთი აღარ იქნება როგორიც იყო მისი უწმინდესობის ეპოქის დროს. ძალიან მიმძიმს სიტყვების პოვნა, იმდენად რთული და მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა მივუსამძიმრო თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, რომ განურჩევლად მრწამსისა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უაღრესად დამწუხრებულები ვართ. მივეჩვიეთ იმას, რომ თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია