
ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო
იმედი|imedinews.ge
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობახიძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ფაშინიანს ასეთი თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge