მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია
ირაკლი კობახიძე: ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

ირაკლი კობახიძე: ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

იმედი|imedinews.ge

გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს - ადამიანთა სიცოცხლეს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მთაურმა აღნიშნა, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. „გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს. მაშინ, როდესაც საერთაშორისო სისტემა სულ უფრო მეტად ყალიბდება კონფლიქტებით, საქართველომ განსხვავებული გზა აირჩია. ჩვენ გვწამს დაკავშირებადობის და თანამშრომლობის; არ გვწამს დაპირისპირების. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნა მაშინაც კი, როცა მსოფლიო დაქუცმაცებულია. ის სტაბილურობა, რომელსაც საქართველო დღეს ფლობს, შემთხვევითი არ არის. ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. პროგნოზირებადმა მმართველობამ და მშვიდობისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული მდგრადობის ზრდაში. ამ მიდგომის შედეგად გამოირჩევა საქართველო; მას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის დონე გააჩნია - 2021 წლიდან საშუალო წლიური 9.3%. ჩვენი რეგიონიც - სამხრეთ კავკასია - მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. ახალი შესაძლებლობები იბადება მშვიდობისთვის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილურობას, დიალოგსა და რეგიონულ პარტნიორობას. ჩვენი ხედვა ნათელია - რეგიონს უნდა განსაზღვრავდეს დაკავშირებადობის უნარი, ვაჭრობა და თანამშრომლობა, და არა კონფლიქტები ან დაყოფა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კენტერბერის არქიეპისკოპოსი: დაკრძალვის წინა დღეს, გულისტკივილით ვიხსენებთ მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს

კენტერბერის არქიეპისკოპოსი: დაკრძალვის წინა დღეს, გულისტკივილით ვიხსენებთ მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს

იმედი

პრემიერ-მინისტრს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა  მიუსამძიმრა

პრემიერ-მინისტრს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

იმედი

საპატრიარქო: გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია

საპატრიარქო: გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია

იმედი

საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას

საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას

იმედი