მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში
დავით ქართველიშვილი: უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში

დავით ქართველიშვილი: უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში

იმედი|imedinews.ge

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის დაკრძალვის ერთ-ერთ ემოციურ ეპიზოდს აღწერს, როცა უწმინდესს მისი პირადი დაცვის წევრები გამოემშვიდობნენ. ემოციური სცენის აღწერის პარალელურად, დავით ქართველიშვილმა საეკლესიო მემატიანის მიერ ჩვენამდე მოსული ერთი ცნობაც ახსნა, რომელიც დავით აღმაშენებლისა და სავარაუდოდ მისი დაცვის წევრებს უკავშირდება.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შვიდი წელი ვიმუშავე - სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში.

ბევრისთვის ალბათ უცნობ ამბავს მოვყვები. წმ. შიო მღვიმელის მონასტერში, მთავარი, ყველაზე დიდი ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების, წმ. დავით აღმაშენებლის აშენებულია. როდესაც მოხვდებით შიგნით, სახით საკურთხეველთან დადექით, და ხელმარჯვნივ კუთხეში, სამი საფლავია. საუკუნეებმა წარწერები წაგვიშალა, თუმცა არც ის ვიცით, ჰქონდათ თუ არა საერთოდ. სამაგიეროდ, საეკლესიო მემატიანემ შეგვინარჩუნა მათი ვინაობა - წმ. დავით მეფის პირადი დაცვის წევრებია დასვენებული. ეტყობა ერთ-ერთი ბრძოლის დროს გადაეფარა სამივე თავის საყვარელ „დასაცავ პირს", ხოლო წმინდა დავითმა ასეთი პატივი მიაგო მათ ნეშტებს - უშუალოდ საკურთხევლის წინ მიაბრძანა წმინდა მიწას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აგვისტოს ომი და უწმინდესის თავგანწირვა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

აგვისტოს ომი და უწმინდესის თავგანწირვა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა მან თქვა, რომ ჩვენ ისე არ უნდა წავიდეთ, რომ არ გადავასვენოთ ამ ბიჭების ცხედრებიო

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა მან თქვა, რომ ჩვენ ისე არ უნდა წავიდეთ, რომ არ გადავასვენოთ ამ ბიჭების ცხედრებიო

იმედი

შალვა კეკელია 2008 წელს კონფლიქტის ზონაში პატრიარქი ჩავსვლაზე: დაჯავშნილი მანქანა დაახვედრეს, მან თქვა, მე რომ მანდ ჩავჯდე, სამღვდელოება მომყვება და იმათთვის ვინ გამოყოფს ამ მანქანებსო - არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში

მესაზღვრე ბერები - ტაძრები საზღვრისპირა რეგიონებში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მესაზღვრე ბერები - ტაძრები საზღვრისპირა რეგიონებში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი