მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იმედი|imedinews.ge

პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის კიბერსივრცის მართვის მინისტრს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის (Digital ID) პროექტებს.

იუსტიციის მინისტრმა ჩინელი კოლეგა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ  უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა

ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა

იმედი

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი