გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს

იმედი|imedinews.ge

ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, კალასის აზრით უკუსვლა აქვს საქართველოს და წინსვლა აქვს უკრაინას.

„კალასის აზრით უკუსვლა აქვს საქართველოს და წინსვლა აქვს უკრაინას. აბა ვკითხოთ უკრაინულ საზოგადოებას როგორი წინსვლა აქვს. ასეთი წინსვლა საქართველოს რომ არ უნდა, ეს ქართველმა ხალხმა უკვე დაადასტურა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სანქციებზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ და შესაძლო სანქციების საკითხი გადაიდო. კაია კალასი დიალოგზეც ალაპარაკდა. კონკრეტული პუნქტები კი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა დაწერა. საქართველოს ისევ კანონების გაუქმებისკენ მიუთითებენ და ისევ ოპოზიციის შევიწროებაზე ლაპარაკობენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია