ვოლსკი: ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია

ვოლსკი: ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია

იმედი|imedinews.ge

ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არ სჭირდება საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს ბრიუსელისგან იმის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოს ლგბტ საკითხთან მიმართებით.

„ბრიუსელი არა მარტო ამ კანონის მიღებას ითხოვს, არამედ იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი, კატეგორიულად სთხოვს, რომ აღიარონ სხვა ქვეყანაში გაფორმებული ქორწინება, თუკი ამ ქორწინებაში მათი მოქალაქეები მონაწილეობენ. ამას გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, თუ არ უნდა, რომ დაიმსახუროს ბრიუსელის ბიუროკრატიული სისტემის რისხვა. არ სჭირდებათ საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს იმის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ამ პლატფორმაზე არ მოხდეს დაპირისპირება. ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია