მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა ფარულავა: დავიცავთ ჩვენს იდენტობას, ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას და რელიგიას. თუ ვინმემ იცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად
ლაშა ფარულავა: დავიცავთ ჩვენს იდენტობას, ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას და რელიგიას. თუ ვინმემ იცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად

ლაშა ფარულავა: დავიცავთ ჩვენს იდენტობას, ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას და რელიგიას. თუ ვინმემ იცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად

იმედი|imedinews.ge

ოპოზიცია მუდმივად აცხადებდა, რომ ლგბტ პროპაგანდის საკითხით ხელისუფლება სპეკულირებდა, ახლა კი პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებები მნიშვნელოვანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ოჯახური ღირებულებები, ტრადიცია და რელიგია ქვეყნის იდენტობის ნაწილია.

„მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ევროპის რომელიმე სასამართლოში, ეს არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. რა თქმა უნდა დავიცავთ ჩვენს იდენტობას, ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას და რელიგიას“, - აღნიშნა ფარულავამ.

კითხვაზე, მაშინ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ოჯახური ღირებულებები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნამდვილად იცის.

„თუ ვინმემ იცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად“, - აღნიშნა ფარულავამ.

უნგრეთში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესები დაარღვია, როცა ბავშვებს, გენდერული პროპაგანდის გამავრცელებელ კონტენტზე წვდომა აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც საერთო ფასეულობებს ეხება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს

იმედი

გლდანის რაიონში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება

გლდანის რაიონში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

იმედი

დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება

დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება

იმედი