
მაია ბითაძე ესპანეთში გამართულ შეხვედრებზე: დიდი იყო ინტერესი ჩვენი დელეგაციის მიმართ. მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, ხაზი გაესვა დიალოგისა და სამომავლო თანამშრომლობის აღდგენის, გაძლიერების აუცილებლობას
დიდი იყო ინტერესი ჩვენი დელეგაციის მიმართ, - განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ესპანეთში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.
მაია ბითაძის თქმით, ქართულმა დელეგაციამ ევროინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა მიიღო.
„დიდი იყო ინტერესი ჩვენი დელეგაციის მიმართ. ასევე, მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსადმი, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაესვა დიალოგისა და სამომავლო თანამშრომლობის აღდგენის, გაძლიერების აუცილებლობას იმისთვის, რომ გადაილახოს ყველა ის წინააღმდეგობა, რაც ამჟამად შექმნილია ევრობიუროკრატიის მხრიდან“, - აღნიშნა მან.
ქართველი კანონმდებლები ესპანეთში ვიზიტს განაგრძობენ. საგარეო ურთიერთობების, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები შეხვედრებს მადრიდში მართავენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან დიალოგის მთავარი თემა, ევროპასთან საქართველოს ურთიერთობებია.
იმედი
წყარო: imedinews.ge