
მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
იმედი|imedinews.ge
23-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“.
ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.
საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე - „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“.
ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონულ და გლობალურ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სისტემაში.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge