
ირაკლი ქადაგიშვილი: სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებით კოორდინაციის ეფექტურად, ყოველდღიურად და მიზანმიმართულად წარსამართავად, საჭირო გახდა სტრუქტურული და საკადრო ცვლილების გატარება
სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებით კოორდინაციის ეფექტურად, ყოველდღიურად და მიზანმიმართულად წარსამართავად, საჭირო გახდა სტრუქტურული და საკადრო ცვლილების გატარება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში სამართალდამცავი სისტემა არის ჩამოყალიბებული თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, რომლითაც თავიანთი დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის ხარისხი გააჩნია.
„ამავდროულად, მთავრობას გააჩნია გარკვეული კოორდინაციის უფლებამოსილებები, სამართალდამცავ სტრუქტურებთან მუშაობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით, ამ კოორდინაციის ეფექტურად, ყოველდღიურად და მიზანმიმართულად წარსამართავად, სწორედ საჭირო გახდა ასეთი სტრუქტურული და საკადრო ცვლილების გატარება“, - აღნიშნა მან.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.
იმედი
წყარო: imedinews.ge