მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სომეხ კოლეგასთან ერთობლივი მართვის გამშვები პუნქტის პროექტი განიხილა
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სომეხ კოლეგასთან ერთობლივი მართვის გამშვები პუნქტის პროექტი განიხილა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სომეხ კოლეგასთან ერთობლივი მართვის გამშვები პუნქტის პროექტი განიხილა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ედუარდ აკობიანთან ერთობლივი მართვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის პროექტის განხილვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-სომხეთს შორის მგზავრების, მსუბუქი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ გადაადგილებას. შეხვედრა საქართველო-სომხეთის საზღვართან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,გოგავანში“ (საქართველოს ტერიტორიაზე სგპ ,,გუგუთი“) გაიმართა, რომელზეც მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პრინციპების დანერგვის აუცილებლობას, ასევე, დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, წინასწარი ინფორმაციის გაცვლის პროცესი. საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და საფუძვლად უდევს 2013 წლის 17 იანვარს დადებული ,,სახმელეთო საბაჟო პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება. ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და კანონიერ ვაჭრობას. გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას, დაესწრნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვარლამ ლიპარტელიანი: ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში

დავით ქართველიშვილი: ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი, რომელიც უკვე დღეს ითვალისწინებს ტვირთბრუნვის 20–35%-იან წლიურ ზრდას

დავით ქართველიშვილი: ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი, რომელიც უკვე დღეს ითვალისწინებს ტვირთბრუნვის 20–35%-იან წლიურ ზრდას

იმედი

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია

იმედი

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽

იმედი