მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება

იმედი|imedinews.ge

საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

დეპუტატმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის განცხადება შეაფასა.

„გვესმის, რომ პოლიტიკური განცხადებები გამოწვეული იყო არა დემოკრატიული პროცესებს ობიექტურად შეფასების, არამედ დემოკრატიულ პროცესში თავიანთი ვიწრო, პოლიტიკური ინტერესის გატარების სურვილით. ყველა მხარეს მოუწევს ამ რეალობის გაანალიზება, რომ ეს ლოჯისტიკური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობაც დაინახონ და პოლიტიკური გზავნილები და ქცევის კულტურა საქართველოსთან მიმართებაში შეიცვალოს. ეს ნელნელა აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება [ევროკავშირის] გაფართოების პოლიტიკას, რეალურად როგორი უნდა იყოს და კონკრეტულად რა დროს, რა ეტაპებს მოიცავს, ეს მოკლევადიანი პროცესი არაა. საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელსაც ხედავენ, რომ გაკეთდება. ის შეცდომა, რაც მათ მოუვიდათ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ასე პირდაპირ რა თქმა უნდა არ აღიარებენ. მუდმივი ინტერესი, რაც აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, თავის გასაქანს და გზას იპოვის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ. როგორც კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბრიუსელმა ამ სამ ქვეყანასთან უნდა იმუშაოს, რათა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობა გააძლიეროს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია

მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია

იმედი

ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს

ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში

მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში

იმედი

პიტ ჰეგსეტი: ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ - შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი

პიტ ჰეგსეტი: ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ - შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი

იმედი