გიორგი ქაჯაია: როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ - მასში შემავალი სუბიექტები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული

გიორგი ქაჯაია: როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ - მასში შემავალი სუბიექტები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული

იმედი|imedinews.ge

როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში შემავალი სუბიექტები და თუნდაც, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.

მისივე თმით, ალიანსში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს „პოლიტიკურ სუტენიორებს“ ეძახდნენ, დღეს კი ერთად აწყობენ ბრიფინგებს და ქართველ ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ანალიტიკოსის განცხადებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული ალიანსი პოლიტიკური დღის წესრიგისგან დაცლილია, მის წევრებს სურთ, ორ სკამზე ისხდნენ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალურ ბაზას მოასხდნენ და ასევე სურთ, რომ დისტანცირდნენ მიხეილ სააკაშვილისგან“.

„ეს პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტები. ზოგს საერთოდ პულსი არ ესინჯება. ამას რომ თავი დავანებოთ, მიხეილ სააკაშვილს აქვს განდიდების მანია და უბრალოდ, არ დაუშვებს, რომ სადაც ის ბელადი არ იქნება და პრიორიტეტი არ იქნება, პოლიტიკური დღის წესრიგი მის ირგვლივ არ იტრიალებს, ყოველთვის ჩაარტყამს ამ ადამიანებს და ყოველთვის იქნება რაღაც განხეთქილება. მიხეილ სააკაშვილიც რომ გავწიოთ გვერდით, ესენი ყველანაირი პოლიტიკისგან დაცლილები არიან“, - აღნიშნა გიორგი ქაჯაიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია