
ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს რიტორიკას შედეგად მხოლოდ ერთი რამ მოაქვს, ქართველი ხალხის უნდობლობა ევროკავშირის მიმართ.
„მანამდე ვხედავდით ბატონი ჰერჩინსკის განცხადებებს კონკრეტულად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. 2024 წლის არჩევნებამდე მან მოუწოდა ამომრჩეველს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ. ამ შემთხვევაში იგი უშუალოდ ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს ემუქრება, საშინელი ლექსიკით საუბრობს, საზოგადოებას სამოქალაქო ომით ემუქრება. ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
იმედი
წყარო: imedinews.ge