
თეთრი სახლი: უიტკოფი და კუშნერი ხვალ პაკისტანში მიემგზავრებიან ირანთან მოსალაპარაკებლად
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ დილით კვლავ გაემგზავრებიან პაკისტანში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ირანის დელეგაციის წარმომადგენლებთან. ამ პროცესში შუამავლები პაკისტანელები არიან, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში წარმოჩნდნენ, როგორც საოცარი მეგობრები და მედიატორები“, - განუცხადა მან Fox News-ს.
ლივიტის თქმით, ირანული მხარე თავად დაუკავშირდა მათ, „როგორც ამისკენ პრეზიდენტმა მოუწოდა“ და პირისპირ შეხვედრა მოითხოვა.
„ვიცე-პრეზიდენტი კვლავინდებურად ღრმად არის ჩართული მთელ ამ პროცესში; ის აქ, შეერთებულ შტატებში დარჩება პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მთელ გუნდთან ერთად სიახლეების მოლოდინში“, - თქვა ლევიტმა.
„რა თქმა უნდა, ყველა მზადყოფნაში იქნება პაკისტანში გასაფრენად, თუკი ეს საჭირო გახდება“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge