ღია ეთერი - ქართული სოფლის გაძლიერების ახალი ხედვა და აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბური რეფორმა - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

ღია ეთერი - ქართული სოფლის გაძლიერების ახალი ხედვა და აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბური რეფორმა - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

იმედი|imedinews.ge

ქართული სოფლის გაძლიერების ახალი ხედვა და აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბური რეფორმა. რას აკეთებს სახელმწიფო სურსათის უსაფრთხოებისა და აგროპროდუქციის ხარისხის ასამაღლებლად. ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი სისტემური მონიტორინგი საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, რა გამოწვევებს პასუხობს თანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა. გაორმაგებული წარმოება, ორნახევარჯერ გაზრდილი ექსპორტი და იმპორტის ჩანაცვლების რეალური პერსპექტივა. რა ქმნის ქართული ნაწარმის კონკურენტულ უპირატესობას და როგორ იმკვიდრებს თავს ადგილობრივი აგროპროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე.

„ღია ეთერში“ ერთმანეთის პირისპირ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა, ეკონომიკის დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, ფერმერი და ბიზნესმენი ბექა გონაშვილი - დებატები „იმედზე“ დღეს, 20:00 საათზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია