ირაკლი ჭეიშვილი: ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე - საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში. ეს არის განმსაზღვრელი იმისა, რომ მოქალაქეები ბრუნდებიან

იმედი|imedinews.ge

ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ნაცემების კომენტირებისას.

„შევხედოთ, წლების განმავლობაში რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ - მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ამ პროცესში არ ჩავრთულიყავით, პროვოკაციას არ წამოგებულიყო სახელმწიფო და ზოგადად, ხელისუფლება. ასევე, საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში, ეს არის ინდიკატორი და განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეები ბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2025 წელს 3 ათასზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დატოვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია