მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება
The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება

The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება

იმედი|imedinews.ge

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა დაამტკიცა, ბრიუსელში უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ბლოკს უკრაინის დაფინანსების საკითხის განხილვა მომავალ წელს კიდევ მოუწევს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Jorunal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს მიმდინარე და 2027 წელს უკრაინის საბიუჯეტო და სამხედრო ხარჯების 2/3 უნდა დაეფარა. დიპლომატების განცხადებით, იაპონია და დასავლეთის ქვეყნები, ისეთები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, 45 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა სახსრები ჯერ დარეზერვებული არ არის.

გარდა ამისა, როგორც The Wall Street Journal-ი წერს, მომდევნო წლის უკრაინის დაფინანსების დეფიციტი თავდაპირველ პროექტთან შედარებით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებს, შესაძლოა, 12 თვის შემდეგ ვალის აღებაზე ფიქრი კვლავ მოუწიოთ.

უკანასკნელ თვეებში ევროკავშირი მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კრიზისის, ენერგომატარებლებზე ფასის მკვეთრი ზრდის ჩათვლით. საფრანგეთსა და გერმანიაში არსებული ნაციონალისტური პარტიები მთავრობებს უკრაინის დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მომდევნო წელს უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფის ნებისმიერი მცდელობა საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე მოხდება, წერს გამოცემა.

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, დღესდღეობით რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე და უკრაინის მყარი მხარდაჭერა ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების მხრიდან, ისეთების, როგორებიცაა გერმანია, სკანდინავიის სახელმწიფოები, ნიდერლანდები და პოლონეთი, იძლევა იმის გარანტიას, რომ ბრიუსელის მხარდაჭერა კიევის მიმართ ურყევი დარჩება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკა მიუღებელია, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ განცხადებას - მან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს

ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკა მიუღებელია, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ განცხადებას - მან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს

იმედი

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო

იმედი

გურამ მაჭარაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით - ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია

გურამ მაჭარაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით - ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია

იმედი

ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს

ბათუმი სუმოში ევროპის თასს მასპინძლობს

იმედი