გიორგი სოსიაშვილი: ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული თანამემამულენი დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას

გიორგი სოსიაშვილი: ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული თანამემამულენი დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას

იმედი|imedinews.ge

ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი გადასაწყვეტი, მაგრამ ქვეყანაში მიგრაციის ტენდენცია არის ძალიან კარგი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა, საქსტატის მიერ მიგრაციის შესახებ განახლებული მონაცემების კომენტირებისას.

„ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულენი დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი გადასაწყვეტი, მაგრამ ტენდენცია არის ძალიან კარგი“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2025 წელს 3 ათასზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დატოვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია