ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკა მიუღებელია, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ განცხადებას - მან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს

ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკა მიუღებელია, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ განცხადებას - მან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს

იმედი|imedinews.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.

„ჰერჩინსკის მხრიდან არაადეკვატურ განცხადებებს მიჩვეულები ვართ, მიჩვეულები ვართ ცარიელ კრიტიკას ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, გვინახავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე როგორ მოუწოდა ჩვენს მოქალაქეებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ. მაგრამ ახლა ბატონი ელჩი ყოველგვარ საზღვარს სცდება, შეტევას ახორციელებს პირდაპირ ჩვენს სახელმწიფოზე, ჩვენს ხალხზე და იმუქრება სისულელეებით - სითავხედის ახალი მწვერვალები დაიპყრო.

მსგავსი რიტორიკა მიუღებელია, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ განცხადებას. მან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს და რელევანტური იქნება მისი დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგვიძლია, გავიხსენოთ ბატონი ფიშერის შემთხვევა, ამიტომ მე მოლოდინები არ მაქვს, რომ ელჩმა რაიმე დაასაბუთოს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია