გიორგი სოსიაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე

გიორგი სოსიაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე

იმედი|imedinews.ge

მან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ფეხქვეშ გათელა ვენის კონვენცია, ყოველგვარი დიპლომატიური ნორმები და თავს ესხმის ქართველ ხალხს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი, რომელიც თავისი ბუნებით არის ანტიევროპელი, ქართველების „ბნელ“ წარსულზე ლაპარაკობს.

„ის თავად არის წამქეზებელი და დამფინანსებელი სამოქალაქო დაპირისპირების. ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი და ევროპისთვის ავტორიტეტის ძირის გამომთხრელი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია