
ირაკლი ქადაგიშვილი: იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში, ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით ქვეყანაში ვითარება დაძაბონ
იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში, ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით ქვეყანაში ვითარება დაძაბონ, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის მთელი შინაარსი.
„იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში და იმის გამო, რომ ვერც საქართველოს განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შეაჩერეს და მითუმეტეს რევოლუციური სცენარებიც არ გამოუვიდათ, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით მოახდინონ ქვეყანაში ვითარების ერთგვარი დაძაბვა. ეს არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიციის მთელი შინაარსი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნიკა გვარამიას განცხადების გადამოწმებას ბრიტანეთის საელჩოში ვცდილობთ, თუმცა „ქრონიკის“ კითხვას საელჩო მესამე დღეა არ პასუხობს. კითხვა ეხება გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციამ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქციების თემა განიხილა.
იმედი
წყარო: imedinews.ge