
ვატო შაქარიშვილი: ჩვენ ვითხოვთ ბევრად უფრო ხისტ ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო ვაიძულოთ პირები, რომლებიც ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, შეცვალონ დამოკიდებულება
ჩვენ ვითხოვთ ბევრად უფრო ხისტ ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო ვაიძულოთ პირები, რომლებიც ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, შეცვალონ დამოკიდებულება, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვარო შაქარიშვილმა.
„ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ბევრად უფრო მკაფიო, სამართლიან და ხისტ ნაბიჯებს იმისათვის, რომ რამენაირად კიდევ უფრო ვაიძულოთ აღნიშნული პირები, რომლებიც ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, შეცვალონ დამოკიდებულება და თუ ეს მეთოდიც არ გაამართლებს, შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა ნაბიჯებზე“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge