ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია - ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება

იმედი|imedinews.ge

ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით. კონკრეტულად ეს ადმინისტრაცია ამ ყველაფერზე ისედაც საუბრობდა. ერთადერთი, გასაკვირია ის, საქართველო რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია.

მისი თქმით, კარგია, რომ ამ საკითხზე აშშ-შიც საუბრობენ.

„ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ ჯდება მათ დღის წესრიგში, ყველაფერს რიცხავენ რუსულად; ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია და მისი გავრცელება, ნებისმიერი, პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება. ეს რა თქმა უნდა მიუღებელი პრაქტიკაა და ძალიან კარგია, რომ ამაზე არამხოლოდ საქართველოდან ხდება საუბარი, არამედ აშშ-დანაც“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია