
ალექსანდრე ტაბატაძე: ამ დღეებში გვექნება სუსის ახალი უფროსის წარდგენა, მისი იდეების მოსმენა და, რა თქმა უნდა, ერთსულოვნად დავუჭერთ გეკა გელაძეს მხარს
იმედი|imedinews.ge
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გეკა გელაძის კანდიდატურას მმართველი გუნდი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს. დეპუტატები ამ საკითხს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
„ამ დღეებში გვექნება სუსის ახალი უფროსის წარდგენა, მისი იდეების მოსმენა და, რა თქმა უნდა, ერთსულოვნად დავუჭერთ მას მხარს, იმიტომ რომ გეკა გელაძე ერთ-ერთი წარმატებული იყო თავის პოზიციაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს“, - განაცხადა ტაბატაძემ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge