საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება.

როგორც მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, ცვლილების მიღების შემდეგ აქციზური საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევისას სამართლებრივი პროცედურები გამარტივდება, რაც ხელს შეუწყობს მის დროულ რეგისტრაციასა და სახელმწიფოს მიერ შემდგომი განკარგვის პროცესს.

„ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულებისა და იმპორტის გადასახადისგან, მიზანშეწონილია ამ ცვლილებით საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობისა და ნეიტრალურობის პრინციპი შენარჩუნდეს და მსგავსი მიდგომა გავრცელდეს აქციზის გადასახადზეც“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია