შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება იმ რიგში მდგარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის. არამხოლოდ წარსულში ეძახდა, ისიც ვერ მოითმინეს რამდენიმე დღე უბრალოდ გაჩუმებულიყვნენ

შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება იმ რიგში მდგარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის. არამხოლოდ წარსულში ეძახდა, ისიც ვერ მოითმინეს რამდენიმე დღე უბრალოდ გაჩუმებულიყვნენ

იმედი|imedinews.ge

როგორ შეიძლება იმ რიგში მდგარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის, როგორ შეიძლება იქ მდგარიყო ადამიანი, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, „როგორ გგონიათ იმ რიგში არ იდგნენ პროტესტში მყოფი ადამიანები?“

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ხომ ის ხალხია, ვინც მამული, ენა, სარწმუნოებაში სარწმუნოება ამოიღო და სხვა სიტყვა ჩასვა.

„როგორ შეიძლება ეკლესიის მმართველებს უწოდო ეგზარქოსი და იდგე იმ რიგში, როგორ შეიძლება პატრიარქს უწოდო პრორუსი და იდგე იმ რიგში, როგორ შეიძლება ეკლესიას უწოდო ბნელი და იდგე იმ რიგში. არ ვიცი, იდგნენ თუ არა. არათუ ამ ერთმუჭა ქართველებს, რომლებსაც სინამდვილეში ქართველობა დაკარგული აქვთ, ზუსტად ისინი არიან მაგალითი, რომ ირონიულად ნათქვამი სინამდვილეში გაცხადდა, ქართველობადაკარგულ ადამიანებთან გვაქვს საქმე, არათუ ამ ერთმუჭა ქართველებს, თქვენს ტელევიზიას „ტვ პირველს“, მეორე პარტიულ ტელევიზიას, „ფორმულას“, მთელი კამპანიები გაქვთ ნაწარმოები ქართული ეკლესიის წინააღმდეგ.

„ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი“, სამი პარტიული მედია, რომელსაც ჰქონდა ცილისმწამებლური კამპანია ქართული ეკლესიის, საქართველოს პატრიარქის, საპატრიარქოს, მათ შორის რელიგიური ადამიანების მიმართ. მთელი კამპანია გქონდათ ამაზე აწყობილი და რა გინდათ თქვათ, ეს ხომ პროტესტში მყოფი ხალხია, ის ხალხია, ვინც მამული, ენა, სარწმუნოებაში სარწმუნოება ამოიღო და სხვა სიტყვა ჩასვა. ეს ის ხალხი არ არის? და როგორ გგონიათ, ამის გამკეთებელი იქ რიგში იდგებოდა? იმ რიგში ვერ იდგებოდა.

როგორ შეიძლება იმ რიგში მდგარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის, როგორ შეიძლება იქ მდგარიყო ადამიანი, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის. არამხოლოდ წარსულში ეძახდა, ისიც ვერ მოითმინეს, რომ რამდენიმე დღე უბრალოდ გაჩუმებულიყვნენ. ამ დღეებშიც კი იმავეს იმეორებდნენ. როგორ შეიძლება ეს ადამიანები იქ იდგნენ. როგორ შეიძლება გვარამია ყოფილიყო იმ რიგში. ერთი იდეოლოგიაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია