
შალვა პაპუაშვილი: მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო. იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ სამარცხვინო რეზოლუციებზე ემსჯელათ
მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო და მიზანი არის ის, იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ, - განუცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, რომლის საქმეზე განაჩენი - კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დღეს უნდა გამოცხადდეს საქალაქო სასამართლოში.
„ციხეში ის [ელენე ხოშტარია] ერთადერთი მიზეზის გამოა - მან არ გადაიხადა გირაო ისევე, როგორც თავის დროზე ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო. გახსოვთ ხომ მაშინ რა თავდასხმების ობიექტი იყო საქართველო. წაიღო სტრასბურგში ეს საქმე და დამარცხდა ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ. უთხრეს, რომ უნდა დაემორჩილოს კანონებს. მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო და მიზანი არის ის, იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ და ვნახეთ ევროპარლამენტში აბსოლუტურად სამარცხვინო განხილვები, ქართველ ხალხზე ბოღმის ნთხევა, ზიზღის ჩვენება, რომლითაც არიან ხოლმე დაკავებულები ზოგიერთი პასპორტით ევროპელები, თორემ მათ სინამდვილეში ღირებულებით ევროპული აღარაფერი აქვთ. 100 წლის წინანდელ ევროპელს ზოგიერთი სამწუხაროდ უკვე წააგავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge