მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ
ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ

ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ

იმედი|imedinews.ge

სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუა 2024 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ცხოვრობს 3 914 000 ადამიანი.

მისი თქმით, „აქედან 1 500 000 ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 38,32 პროცენტმა ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში; პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იდგა დაახლოებით 50 მეპროტესტე, რაც მოსახლეობის 0.0013 პროცენტია“.

ხუბუას თქმით, თუ ვივარაუდებთ, თეორიულად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დამატებოდა პატრიარქის დასატირებლად ფიზიკურად მისულებსა და რუსთაველზე მდგარ მეპროტესტეებს, თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის. უკანასკნელი (2024 წლის) საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 3 914 000 ადამიანი; აქედან 1 500 000 ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 38,32 პროცენტმა ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში; პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იდგა დაახლოებით 50 მეპროტესტე, რაც მოსახლეობის 0.0013 პროცენტია. თუ ვივარაუდებთ, თეორიულად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დამატებოდა პატრიარქის დასატირებლად ფიზიკურად მისულებსა და რუსთაველზე მდგარ მეპროტესტეებს, თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა 38,32/0.0013 პროცენტზე ისედაც კოლოსალური სხვაობაა. შესაბამისად, დასკვნა ასეთია: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ“, - წერს ხუბუა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის მთავარი პროკურორის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკა და არა თავად დანაშაული

ევროკავშირის მთავარი პროკურორის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკა და არა თავად დანაშაული

იმედი

ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, სამხედრო დრონი, რომელიც მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო

ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, სამხედრო დრონი, რომელიც მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო

იმედი

მიხეილ დუნდუა: ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას

დავით მათიკაშვილი: ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ

დავით მათიკაშვილი: ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ

იმედი