გიორგი ვოლსკი: დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს

გიორგი ვოლსკი: დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს

იმედი|imedinews.ge

დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს, მიუხედავად კალენდარული ვალდებულებებისა. მადლობა ქართველ მუსლიმებს, გრიგორიანელებს, ებრაელებს - ყველას, ვინც მოვიდა. იმ ინგუშებს, ვინც ჩამოვიდნენ და დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები ეკლესიაში, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ისმოდა.

„ცდილობდნენ, რომ წარმოედგინათ დაკრძალვის ეს ცერემონია ისე, თითქოს სახელისუფლებო გუნდი შეიკრიბა, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, სხვა ოჯახები, ჩაკეტეს კარები და ხალხს არ უშვებდნენ. შეიძლება ვინმემ ეს დაიჯერა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს - ასობით სტუმარი იყო ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან და მითუმეტეს თუკი გარკვეული საეკლესიო რიტუალი, მსახურება სრულდებოდა, ვერანაირად ვერ მოხდებოდა ისე, რომ კვლავ ისეთი ინტენსივობით შემოსულიყო ხალხი“, - განმარტა ვოლსკიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია