გიორგი ვოლსკი: პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე?!

გიორგი ვოლსკი: პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე?!

იმედი|imedinews.ge

პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე?!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მეუფე შიოს მიმართ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.

მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იყო განმაპირობებელი იმისა, რამაც შექმნა ის საქართველო, რომელიც დღეს გვაქვს.

„პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე ან ნებისმიერი სხვა რამ?! არც მინდა გავიმეორო ის სიბინძურეები. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეკლესია ისტორიის განმავლობაში ყოველთვის, როცა საქართველო ერთიანი იყო, დაშლილი იყო, იყო განმაპირობებელი იმისა, რამაც შექმნა ის საქართველო, რომელიც დღეს გვაქვს. მართალია, ოკუპირებული ტერიტორიებით, 20% ოკუპირებულია, გარკვეული პრობლემებით, მაგრამ ეკლესია მოწოდების სიმაღლეზე იდგა მაშინ, როდესაც ეს ერს სჭირდებოდა, ისევე, როგორც დღეს. თუკი არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, სამოქალაქო საზოგადოება იმ სახით, რასაც ჰქვია საყრდენი სახელმწიფოსთვის, აქ პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ეკლესია თანასწორი მნიშვნელობით და არა მარტო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია