გიორგი ვოლსკი: იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს. ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ

გიორგი ვოლსკი: იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს. ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ

იმედი|imedinews.ge

იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს. ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“.

მან იმ საყურადღებო ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ დღეებში გამოიკვეთა.

„მივაქცევდით ალბათ ყველა ყურადღებას, რომ მიუხედავად ელჩების მოსვლისა სამძიმარზე, განცხადებები არ გაკეთებულა. ანალოგიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან იმასთან დაკავშირებით თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ქართველმა ხალხმა, ზოგადად მართლმადიდებელმა საზოგადოებამ. ეს სერიოზული პოლიტიკური დემარშია და ამას სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მეორე, იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს. ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ფაქტია, რომ სცენარი არსებობს და ეს ტრენდი, რომ ქართული ეკლესია უნდა დაკნინდეს და უნდა იქნეს წარმოჩენილი, თითქოსდა რუსული ეკლესიის დანამატად, ეს ტრენდი ნარჩუნდება და ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ.

ძალისხმევა და მცდელობა არ დააკლეს იმას, რომ როგორმე სასულიერო პირები აღმოეჩინათ ამ სივრცეში, რომლებიც დაუპირისპირდებოდნენ ეკლესიას. ჩვენ ვნახეთ რაოდენ საშინელი შეტევა განხორციელდა.

ამაზრზენი იყო ის, რაღაც ყალბი გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხალხი არ შეუშვეს ეკლესიაში და ამით საზოგადოების რაღაც ნაწილის განაწყენებას მაინც შეძლებდნენ. ამას ვერ მიაღწიეს მიუხედავად ამ განცხადებებისა. ერთ ცნობილ პიროვნებას თითქოს ბურთი გაეჭედა ყელში და ცრემლები მოაწვა. ახლა გახდა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი და სულ დაავიწყდათ ის, თუ რას ამბობდნენ პირადად პატრიარქზე და თუ არ ამბობდნენ, როგორ არ გმობდნენ, არამედ ავანგარდში იყვნენ იმ შემოტევებისა, რომელიც ეკლესიის მიმართ ხორციელდებოდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია