ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლებაც კი არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში, მაგრამ მე ვხედავ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამ მცდელობებს. მათი მიზანია აურიონ იქ, სადაც ყველაზე დალაგებულია

ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლებაც კი არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში, მაგრამ მე ვხედავ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამ მცდელობებს. მათი მიზანია აურიონ იქ, სადაც ყველაზე დალაგებულია

იმედი|imedinews.ge

მათი მიზანია აურიონ იქ, სადაც ყველაზე დალაგებულია, იქ გააჩინონ წარმოსახვითი პრობლემები, სადაც ყველაზე დალაგებულია ვითარება, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა „დღის ქრონიკასთან“, რითაც უპასუხა კითხვას - რა არის ეკლესიაზე თავდასხმების ძირითადი მიზანი?

მისი თქმით, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება, თუმცა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამგვარი მცდელობები ჩანს.

„თუნდაც გვარამია, რომელიც პატრიარქს აგენტს ეძახდა, მათ რატომ უნდა განსაზღვრონ ვინ იქნება პატრიარქი? მაგალითისთვის ვამბობ, სამძიმარზე ვერ გაბედა მისვლა, ანალოგიურად ის ადამიანები, ვინც ქილიკობდნენ, გადაცემებს, რეპორტაჟებს უძღვნიდნენ დედაეკლესიას, ვერ განგვისაზღვრავენ ვინ იქნება ჩვენი პატრიარქი, ვინ იქნება იმ სიყვარულისა და ერთიანობის გამგრძელებელი, რომელიც ილია მეორემ საქართველოს დაუტოვა. არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებაც კი არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. მაგრამ მე ვხედავ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამ მცდელობებს. ღმერთმა დაიფაროს საქართველო, რომ ნიკა გვარამიას და მისი სულიერი ძმებისა და მეგობრების გადასაწყვეტი იყოს, საქართველოში ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი“, - განაცხადა სადღობელაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია