მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩიბურდანიძე: პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან
თამარ ჩიბურდანიძე: პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

იმედი|imedinews.ge

ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელსა და მედიაში რადიკალების მხრიდან წარმოებული შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა.

როგორც თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მღელვარება ზოგადად ახლავს ადამიანს მაშინ, როცა ის მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს გამომსვლელების წინაშე და ეს სულაც არ არის გასაკვირი.

„ზიზღმა, მტრობამ და იმას რასაც ესენი სჩადიან - ზღვარგადასულმა ბოროტებამ, იცის საკუთარი თავის განადგურება. ეს ბოროტება უკან გიბრუნდება. უწმინდესზე იქილიკეს - ჯერ სიცოცხლეში ლანძღეს, მერე სიკვდილის შემდეგ და რა მიიღეს - ხელისუფლებას მხარდამჭერი ხალხი კიდევ უფრო მოემატა, იმიტომ, რომ ვინც მანამდე ვერ ხვდებოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, თუ ვინ არიან რადიკალები. რა იწერებოდა და მთელი ღამის და დღის განმავლობაში ქალბატონ თამარ ბაგრატიონზე, წარმოუდგენელია. მე საჯარო კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ და ამას ვასწავლი პოლიტიკოსებს და რიგით ადამიანებს წლების განმავლობაში. ეს არ აყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა ენაზე საუბრობდა სპიკერი. ქართულადაც რომ გამოსულიყო, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა ქალბატონ თამარს და რატომ - ეს არის საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას ემოციის მართვა, რაც ძალიან რთულია. გამოუცდელ კადრს კი არა, რომელსაც ამხელა ტრიბუნასთან პირველად უწევს გამოსვლა (უნდა წასულიყო, რადგან მან მიიღო მიწვევა სიტყვით გამოსვლის და ამას გვერდს ვერ აუქცევდა), გამოცდილსაც იგივე დაემართებოდა.

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა. ასეთი რამ მოსდით ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან და იმ სიტუაციაში, სადაც ისინი გამოდიან. ამასთან, იმ დარბაზში, თავში არავინ გაივლებდა, თუნდაც ფიქრად, დაცინვას. იმ დარბაზში, ასეთი საზოგადოება არ იყო. პირიქით, როცა გულწრფელად ვერ მალავ შენს დამოკიდებულებას, უფრო მეტი პოზიტივი მოდის შენს მიმართ. ის, რაც ჩვენმა რადიკალებმა გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ცდილობდნენ გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ეს სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა

ირაკლი კობახიძე: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი გლობალური სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის პირველ ქალბატონებსა და  სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი გლობალური სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის პირველ ქალბატონებსა და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა

იმედი

თამარ ჩიბურდანიძე: ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა, რადგან ქართული ეკლესია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის