მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში
ირაკლი კობახიძე: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში

იმედი|imedinews.ge

პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით.

„იმდენი რამე ითქვა პატრიარქის შესახებ, იმდენი რამე გაიხსენეს ადამიანებმა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ რთულია მოკლედ რაიმე დაამატო. პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა. მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ჩვენი ნახევარსაუკუნოვანი ისტორია. მან ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში. მისი ბრძნული რჩევები ძალიან ბევრ რამეს განსზღვრავდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, მთელი ამ წლების განმავლობაში. იყო მომენტები, როდესაც ადამიანების ნაწილი კრიტიკულად უყურებდა პატრიარქის კონკრეტული განცხადებებს და ქმედებებს, თუმცა, შემდეგ იგივე ადამიანები წლებით უკან რომ გაიხედავდნენ ხოლმე, ყველა ხვდებოდა, რომ ყოველ კონკრეტულ ვითარებაში პატრიარქის ყველა განცხადება იყო თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული სიბრძნით გამსჭვალული. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის კიდევ ერხთელ მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ მთელი იმ ღვაწლისთვის, რაც მას ეკლესიის და ჩვენი სამშობლოს წინაშე მიუძღვის“ - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თეთრი სახლის სპიკერი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კმაყოფილია თუ არა ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით

თეთრი სახლის სპიკერი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, კმაყოფილია თუ არა ადმინისტრაცია ირანის ახალი ხელმძღვანელობით

იმედი

პრემიერი: როგორ შეიძლება ენჯეომ, რომელიმე პოლიტიკოსმა ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხისადმი, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა

პრემიერი: როგორ შეიძლება ენჯეომ, რომელიმე პოლიტიკოსმა ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხისადმი, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა

იმედი

პრემიერი ოპოზიციაზე: მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში

პრემიერი ოპოზიციაზე: მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში

იმედი

ირაკლი კობახიძე: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს