პრემიერი: ჩვენგან დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას, ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს

პრემიერი: ჩვენგან დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას, ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა - ეს პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ სანქციები არ დაგვიწესებია, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლას ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია.

„ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს პრინციპები და ამ პრინციპების მიხედვით ვმოქმედებთ, რასაც არ აკეთებს ევროპული ბიუროკრატია. ეს ორმაგი სტანდარტები სწორედ უპრინციპობის გამოხატულებაა. ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ახალი დაწყებული იყო ომი, ლიეტუვიდან და ლატვიიდან 4-ჯერ მეტი ღვინო გადიოდა თითოეულიდან რუსეთში, ვიდრე საქართველოდან. არც ერთი არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. რეალურად, ხორციელდებოდა რეექსპორტი, რასაც სოციალური დატვირთვაც ნაკლებად ჰქონდა ამ ორი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენგან ბოლომდე ითხოვდნენ და დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას. თვითონ უნდა გაყიდონ ღვინო, ისე, რომ საერთოდ არ აწარმოებენ ამ პროდუქტს და ჩვენი ფერმერებისთვის, მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის არ შეიძლება რუსეთში ღვინის გაყიდვა. ამასაც ხედავს ჩვენი საზოგადოება. აქ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ. ყველაფერი დღესავით ნათელია და ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს, რადგან ყველა ხედავს ამ სიყალბეს და ორმაგ სტანდარტებს, რასაც ეფუძნება ყოველ ჯერზე მათი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია