
მარიამ ლაშხი: საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აშშ-ში საქართველოს პირველი ლედის მიწვევის ფაქტი შეაფასა.
„საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია გლობალური პოლიტიკის ფორმირებაში“, - განაცხადა ლაშხმა.
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში იმყოფება. გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციასაც შეხვდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge