
არჩილ გორდულაძე: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება ხოლმე. მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიის და ილია მეორის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შეაფასა.
არჩილ გორდულაძის თქმით, გარკვეული ძალების მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ქართველი ხალხი მოუსმენს და დაეყრდნობა.
„რეალურად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება-ხოლმე. მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, მოუსმენს და დაეყრდნობა და როდესაც არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მხარდაჭერა ექნება, ზუსტად მაშინ იწყება ერის დაცემა. ეს მიზანი და იდეა აქვთ იმ გარკვეულ ძალებს, რომლებსაც უნდათ, რომ საკუთარი გავლენა გაავრცელონ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თემაზე „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. „მთავარი ხაზი არის ის, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთ ქვეყანაში. ეს არ ეხება მარტო კონფესიებს. მაგალითად მინდა, შეგახსენოთ, რომ მსგავსი კამპანიები წარმოებს მონარქიული დინასტიების და ოჯახების წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge