მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება-ხოლმე. მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, რომელსაც მოუსმენს
არჩილ გორდულაძე: მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება-ხოლმე. მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, რომელსაც მოუსმენს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, გარკვეული ძალების მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ქართველი ხალხი მოუსმენს და დაეყრდნობა.

გორდულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნის წინაშე პატრიარქის ღვაწლს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიას ეხებოდა.

„რეალურად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება-ხოლმე. მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა და როდესაც არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მხარდაჭერა ექნება, ზუსტად მაშინ იწყება ერის დაცემა. ეს მიზანი და იდეა აქვთ იმ გარკვეულ ძალებს, რომლებსაც უნდათ, რომ საკუთარი გავლენა გაავრცელონ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

იმედი

მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს

მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს

იმედი

მეუფე სტეფანე: თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი, 9 წელია მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს

იმედი